ვაქცინაციის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური ვითარება მაინც უარესდება ევროპაში.
ცალკეული ქვეყნები მესამე ტალღის დაწყებაზე საუბრობენ და ზომებს ამკაცრებენ. საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღევანდელ ვითარებას 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო საფრთხის შემცველად მიიჩნევს. როგორ უნდა გადაიჭრას ვაქცინების არასამართლიანად გადანაწილების პრობლემა და როგორ უნდა შეხვდეს მომავალში მსოფლიო „კოვიდ-19“-ის მსგავს პანდემიას უფრო მომზადებული – გამოწვევებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს ევროპელ ლიდერებთან ერთად იმსჯელა. 25 ქვეყანა სპეციალური შეთანხმების მომზადებას გეგმავს.