პანდემიის გამო წელსაც მოკრძალებულად აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ეროვნული დღესასწაული აღლუმის და გალა-კონცერტის ფონზე ჩაივლის. ფეხით მსვლელობა წელსაც არ იქნება. ღონისძიების აღნიშვნის ადგილი ტრადიციულად თავისუფლების მოედანია, სადაც ხვალ წვევამდელები ფიცს დადებენ, ცერემონია დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართება. სიმბოლურად ხვალ მიაბარებენ მშობლიურ მიწას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი რეგულარული არმიის დამაარსებელს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომლის ცხედარი საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს. მისი ჩამოსვენების თემაზე მუშაობა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო.
ხვალინდელი აღლუმის გენერალურ რეპეტიციას ვაკო ორმოცაძე ადევნებდა თვალს.