აქტიური სამზადისი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისთვის.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 105 წელს აღნიშნავს. საზეიმო პროგრამა ფიცის დადების ცერემონიის, სამხედრო ტექნიკის გამოფენის და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობის გარდა, გალა-კონცერტებსაც მოიცავს. დედაქალაქში დაგეგმილ გალა-კონცერტს რესპუბლიკის მოედანი უმასპინძლებს. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ შერეულ ქართულ პროგრამას სხვადასხვა ანსამბლი და ესტრადის ცნობილი შემსრულებლები წარმოადგენენ.