მზადება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. გამოცდები ზაფხულის ერთერთ ყველაზე ცხელ თვეში ჩატარდება – ტესტირება 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას 39 ათასამდე აბიტურიენტი შეეცდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები რჩება სამართალმცოდნეობა და საერთაშორისო ურთიერთობები.

საგამოცდო ცენტრებს მოსამზადებლად დრო 25 ივნისამდე აქვთ.