გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და მწვანე სივრცის პრეზენტაცია გაიმართა პარლამენტში.
კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. საკანონმდებლო ორგანოში მწვანე სივრცეც გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიური კულტურისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ინდივიდუალური უნარების განვითარებას.