ქართველი მწერლების ნაწილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. მათ მიერ გამართული პრესკონფერენციის ძირითადი თემა, ერთ სტრუქტურად მწერლის სახლისა და წიგნის ცენტრის გაერთიანებასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
მწერლები გაერთიანების წინააღდეგ გამოდიან და განათლების სამინისტროსა და ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვენ. მათ ასევე გაავრცელეს მწერლებისა და გამომცემლობის ერთიანი პოზიცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მწერლების, გამომცემლების და საზოგადოების ჩართულობის გარეშეა მიღებული.