მიხეილ ბატიაშვილის განცხადება

კულტურის სფეროში რეფორმის მიზნით, იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.

კულტურის სფეროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ, მინისტრმა ისაუბრა. რეფორმის საფუძველზე, სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, დანერგავს კულტურის სფეროს სსიპ-ებსა და სამინისტროს შორის ორმხრივი ანგარიშვალდებულების პრინციპს, განახორციელებს საქმიანობის შესრულების ეფექტიან მონიტორინგს. ყოფილი მწერლის სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის ბაზაზე შექმნილ ორგანიზაციას, ამიერიდან მწერლის სახლი დაერქმევა და მას ნატაშა ლომოური უხელმძღვანელებს.