92 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გივი მარგველაშვილის მამა ტიტე მარგველაშვილი გერმანიაში წავიდა და ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. გივი მარგველაშვილიც გერმანიაში დაიბადა. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, სადაც ახლდა თავისი ვაჟი, გივი მარგველაშვილი. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში თავის ნათესავებთან ეცხოვრა.
1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.
2011 წლიდან მწერალი თბილისში ცხოვრობდა.
გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ შედგა საქართველოს პირველი არხის სტუდია „ეპოქას“ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „უცხო“ .ავტორი და პროდიუსერი ქეთევან სადღობელაშვილი.
„უცხო“ – გივი მარგველაშვილი