საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის, მახტუმ-კული ფრაგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია. თურქმენი პოეტი – საკუთარი ერის გამოჩენილი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, თურქმენული ენის ფუძემდებელი, ჰუმანიტარი, ლიტერატორი, ჰუმანისტი, რომელიც მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი ნაწარმოებები ნაწილობრივ თარგმნილია ქართულ ენაზე. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოში თურქმენეთის საელჩო.