მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაცია გაიმართა. საუბარია მწარმოებლის ან იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებაზე, ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავების პროცესზე.

საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს.

სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება შეფუთვის ნარჩენები: პლასტმასი, ქაღალდი მუყაო, ხე, ლითონი, მინა, ასევე ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები.