გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა.
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ საფუძველზე კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, ათას ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი – „გარემოსდაცვითი მმართველი“. სასწავლო კურსი კი ამ კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს.
კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან.