მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სკოლებს უმასპინძლა. მოსწავლეებს შორის იყვნენ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები. მუზეუმში მისულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ 1918-21 წლებში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს საქართველოში გამოშვებული სახელმწიფო და კორპორაციული ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების ისტორიას. ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.