მუზეუმების საერთაშორისო დღე

ქართველი პოეტების და მწერლების აქამდე უცნობი ხელნაწერები და საარქივო მასალები საზოგადოებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი.

მუზეუმების საერთაშორისო დღეს ლიტერატურის მუზეუმში ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური მემკვიდრეობაა წარმოდგენილი, რომელიც მწერალთა პირველი კავშირის ისტორიიდან დღემდე უცნობ ამბებს გვიყვება. მათ შორისაა ქართველი მწერლების პირადი ანკეტებიც მწერალთა კავშირის მდივნის არქივიდან.

მუზეუმის დღის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტები. ზოგიერთი საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელს ციფრული ტექნოლოგიების და აუდიო გიდს შესთავაზებს. დაგეგმილია რეპრესირებულ მწერალთა პოეზიის საღამოც. დღეს კი მსურველებს ყველა მუზეუმი ღამის პირველ საათამდე მიიღებს.

საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება მუზეუმის დღეს უკვე 46 წელია აღნიშნავს.