დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს კულტურის მინისტრი შეხვდა. ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში სამხატვრო აკადემიის 50-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ ისინი ფონდების აღრიცხვაზე იმუშავებენ. კულტურის მინისტრის განცხადებით, ეროვნული გალერეა მხატვრებისთვის გაიხსნება.