მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ ამ დღეს მუსლიმები ოჯახში საკლავს კლავენ და უპოვრებს, ასევე ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩევლად უნაწილებენ. ქველმოქმედების იდეის, ბედნიერების და სიყვარულის დღესასწაულის ზეიმი სამ დღეს გაგრძელდება. მუსლიმური კალენდრის მთავარი დღესასწაული რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.

ვნახოთ მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი ბათუმის ორთაჯამიდან.