რეგიონებში მუსიკალური საღამოები გრძელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ღონისძიებები დღეს დუშეთში, წილკანსა და წეროვანში შედგება. ყველა ლოკაციაზე ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის მოეწყობა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტო-ზონა, შემეცნებითი სტენდები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო გასართობი აქტივობები.