საერთაშორისო დონეზე აღიარებული ცნობილი ამერიკელი მევიოლინე საქართველოს სტუმრობს.
რუსთაველის თეატრი კლასიკური მუსიკის საღამოს უმასპინძლებს. სტელა ჩენი სცენაზე საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება.
მუსიკალური საღამო მსოფლიოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, სამშობლოსთვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნება. კონცერტი ელისო ვირსალაძის ცენტრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.