მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომ წყნეთი-ბეთანიის შემაკავშირებლ გზაზე მეწყრის შემაკავებელი კონსტრუქცია თითქოსდა დაზიანებული და საფრთხისშემცველია მოსახლეობისთვის.
გიორგი შენგელიას განცხადებით, საუბარი უშუალოდ წყნეთის გზაზე ქანების შემაკავებელ მონაკვეთზეა და არა წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ წელს გახსნა.
ფონდის და პროექტის ავტორებმა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერეს გზის ეს მონაკვეთი და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არანაირი საფრთხე ამ ეტაპზე მეწყრის ჩამოწოლის არ არსებობს, თუმცა მეწყრის არსებობის შემთხვევაშიც, კონსტრუქცია ისეა დაპროექტებული, რომ ის მეწყერს აუცილებლად შეაკავებს.