თურქეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი. 61 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩეველი ქალაქის მერებს, რეგიონულ და რაიონულ მმართველებს ხუთი წლის ვადით აირჩევს. არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მთავარი ბრძოლა სტამბოლისთვის გაიმართება, რომლის მერიც ამჟამად ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქე, ექრემ იმამოღლუა. სტამბოლის მერობისთვის პრეზიდენტ ერდოღანის პარტიიდან გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი იბრძვის. არჩევნების დღეს თურქეთში აკრძალულია ყველა სახის ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება. ხმის მიცემის პროცედურის მიმდინარეობისას დახურულია გასართობი დაწესებულებები. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თურქეთის პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო აქციები ჩაატარეს.