თბილისის თანამედროვე გალერეების საგამოფენო სივრცეები მნიშვნელოვან სახელოვნებო პროექტს დაეთმობა. „ომის დღიურები“ მულტიმედიური პროექტია, რომლის მიზანი უკრაინიდან ინფორმაციის გავრცელებაა. „ომის დღიურები“ აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე უკრაინელ არტისტებს – მხატვრებს, მუსიკოსებს, მსახიობებსა და მწერლებს.
პროექტის ფარგლებში გამოფენები, მუსიკალური პერფორმანსები და არტისტების მიერ სათქმელის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა წარმოდგენილია განსხვავებული ღონისძიებების სახით.