„ციფრული თბილისი“ - ეროვნულ მუზეუმში ფესტივალი იხსნება

„ციფრული თბილისი“ ეროვნულ მუზეუმში ფესტივალი იხსნება. პროექტი თბილისში პირველად იმართება და ის სამი დღე გაგრძელდება. ფესტივალი ფრანგული მულტიმედიური პროექტის სკოპიტონის შვილობილ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც თბილისში ადაპტირებული იქნება ქართული სახელოვნებო სივრცისთვის.

ფესტივალის მიზანია ფრანგულ მხარესთან კოლაბორაციის შედეგად, შეიქმნას საინტერესო კოპროდუქცია. ციფრული თბილისი დღეს 20:00 საათზე ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება.