„საქართველო 360“ - პირველი არხის ახალი პროექტი

საქართველოს პირველმა არხმა ახალი მულტიმედიური პროექტის, „საქართველო 360“-ის პრეზენტაცია გამართა. პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, იმოგზაურონ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ კუთხეებში. შეუძლიათ, დაათვალიერონ საქართველოს ის ადგილები, რომლებიც აქამდე ნანახი არ ჰქონდათ. პროექტის მიზანია საქართველოს წარმოჩენა, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურის გაცნობა და პოპულარიზაცია.

ამ ეტაპზე გადაღებულია 4 000-მდე მაღალი გარჩევადობის ფოტო. გადაღებები რეგიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს და საიტი მუდმივად განახლდება. პროექტის იდეის ავტორია ვასილ მაღლაფერიძე, ხოლო ფოტოები ირაკლი გედენიძეს ეკუთვნის. ფოტოების ნახვას შეძლებთ ვებგვერდზე 360georgia.ge/

მთავარი

მესტია