დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა გრძელდება.
პროცესი თბილისის მერმა დაათვალიერა. ცენტრში უნდა განთავსდეს სპორტული დარბაზი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, ტანვარჯიშის დარბაზი, სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, ძიუდოსა და ჭიდაობის სექციებით, ასევე კრივის რინგი, სავარჯიშო დანადგარების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად, ორი საცურაო აუზი; ხმის ჩამწერი სტუდია, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, სამაგიდო თამაშების სივრცე და მიწისქვეშა პარკინგი.