ცნობილ ქართველ პოეტს მუხრან მაჭავარიანს 89 წელი შეუსრულდებოდა.
რუსთაველის პრემიის ლაურეატი პოეტი 1929 წელს სოფელ არგვეთში დაიბადა.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ალმანახში „პირველი სხივი“, მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის“ პოეზიის განყოფილების გამგედ.
წლების მანძილზე რედაქტორობდა ჟურნალებს „დილა“ და „საუნჯე“.
1982–1988 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი. მისი პოეზიის თარგმანები გამოცემულია ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე.