მუხრან მაჭავარიანი 90

კოლეგები და მეგობრები მუხრან მაჭავარიანს იხსენებენ.

ცნობილ პოეტს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მისი მთელი შემოქმედების მთავარი ხაზი თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვაა. წლების განმავლობაში, პოეტის მიერ დაწერილი ლექსები, სწორედ ავტორის თამამი და გაბედული აზრების გამო, არაერთხელ მოქცეულა საბჭოთა სისტემის ცენზურის ქვეშ. ავიწროვებდნენ თავად ავტორსაც.

შემოქმედებით სამწერლობო საქმიანობასთან ერთად, მუხრან მაჭავარიანი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებშიც.