მირონ ხერგიანის საიუბილეო საღამო

ცნობილ მწერალსა პუბლიცისტს, მირონ ხერგიანს 75 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მირონ ხერგიანის შემოქმედებითი საღამო მესტიის მუზეუმში გაიმართა. საღამოზე ახალგაზრდებმა მირონ ხერგიანის ავტობიოგრაფიული რომანი „ოქროს ჭედილა“ ანუ სვანური აზმანი წაიკითხეს. წიგნში მის მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზა არის აღწერილი. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მირონ ხერგიანს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია გადასცა.

მირონ ხერგიანმა საიუბილეო საღამოზე თავის ახალ წიგნზე „ლილიტის მძევალზე“ ისაუბრა. მწერალს ათეულობით რომანი, პუბლიცისტური ნაწარმოები და ლექსი აქვს დაწერილი. მისი ნაწარმოებები რამდენიმე ენაზე ითარგმნა და გამოიცა.