საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ. იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაიხსნა, ჩატარდა ლიტერატურული კონკურსების – „პოეტური მინიატურები“ და „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში, არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, წარმოდგენილი იყო ლიტერატურული კომპოზიცია. გარდა ამისა, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გაიმართა მსვლელობა – „ჩემი სამშობლო მაღალია“, ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. დღესვე, საჩხერის კულტურის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.