„ბიზნესის კონკურსის Meliora 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია

10:15, 31.05.2023

ევროკავშირისა და „კონრად ადენაუერის ფონდის“ მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022“-ის რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სფეროს საერთაშორისო ექსპერტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოეს. კონკურსის მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციაა.

მსგავსი