შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მდინარე მტკვრის დასუფთავების აქცია იმართება.
აქციის ფარგლებში, მეტეხის ხიდის მიმდებარე მონაკვეთი, პოლიეთილენის პაკეტებისგან და პლასტმასის ბოთლებისგან გაიწმინდება. სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება. მდინარე მტკვრის დაბინძურების ამსახველი ფოტო მასალა, დღეს საქართველოში ესტონეტის საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოები ამ ფოტოებთან კავშირში არ არის.