„გადავარჩინოთ არხოტის ხეობა!“ – ხევსურეთში ამ სლოგანით, მთის ფესტივალზე შეიკრიბნენ. ხევსურეთის ულამაზეს სოფლებში, რომლებიც სულ უფრო ცოტა მოსახლეს ითვლის, მუსიკოსები, პოეტები და მხატვრები ერთი დღით, საგანგებოდ ჩავიდნენ. თავიანთ შემოქმედებასთან ერთად, პირიქითა ხევსურეთში მცხოვრებლებს ხელოვანებმა, პირაქეთა ამბებიც ჩაუტანეს და დაჰპირდნენ, რომ მომდევნო წლებში, როცა თოვლს ზაფხულის მზე გაადნობს, არხოტის ხეობას ისევ, თუმცა უფრო დიდი შემადგენლობით ესტუმრებიან.