პრემიერ-მინისტრი ხევსურეთში

პრემიერ-მინისტრი დღეს არხოტის ხეობას ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მამუკა ბახტაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე აშენდება ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ხეობის სოფლებს ელექტროენერგიით მოამარაგებს. პრემიერმა რეგიონის ინტერნეტიზაციის პროექტზეც ისაუბრა.

არხოტის ხეობის შემდეგ მამუკა ბახტაძე მოსახლეობას მუცოში შეხვდა. პრემიერის თქმით, მუცოს გადარჩენის პროგრამა, რომელიც 2016 წელს ფონდ „ქართუს“ დახმარებით დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს.