რაჭაში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებულ სკვერს ესტუმრა და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურში პარკების განახლების პარალელურად, შენობებზე გამოიცვალა ვიტრაჟები, ფასადები განახლდა ენერგოეფექტური მასალებით, სკვერებში გაკეთდა საფეხმავლო ზოლი, დაიგო ქვაფენილი, დაემატა მწვანე ნარგავები, დამონტაჟდა სკამები და მოეწყო ერთი ღია ტიპის სცენა. სამუშაოებს ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში კი ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა, სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები, ველობილიკი, საფეხმავლო ხიდი. ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში ღვინის საწარმო „მელიტონსაც“ ეწვია, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა. პრემიერმა დაათვალიერა მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონები და ფრენბურთის ქვიშის მოედანი.