„მთის დღეები 2023“ თუშეთში

მთის ხალხის ყოველდღიურობა, ტრადიციები და სამზარეულო – „მთის დღეების“ მასპინძლობისთვის თუშეთშიც ემზადებიან. ფესტივალზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. გაეცნობიან მთის ხინკლის დამზადების წესებს, სადაც პროექტ მასტერშეფში გამარჯვებული შეფმზარეულები მიიღებენ მონაწილეობას და ფესტივალის სტუმრებს ძველი ტრადიციული კერძების ახალ ვარიაციებს შესთავაზებენ.

ასევე, ჩასული ვიზიტორები მხარის ისტორიას გაეცნობიან. დაათვალიერებენ ადგილობრივი მეწარმეების ნაკეთობებსა და ეთნოგრაფიულ-შემეცნებით კუთხეს. საღამოს გალაკონცერტი დაასრულებს. მთის დღეები ასევე იმართება რაჭასა და იმერეთში, მომდევნო კვირაში კი ფესტივალს სვანეთი, ბახმარო და სტეფანწმინდა უმასპინძლებს.

მასტერშეფი