მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო. მთაწმინდის ურბანული ტყის განაშენიანების პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. უკვე დაირგო 40 სახეობის 100 ათას ძირზე მეტი ხე-მცენარე. დამატებით ნიადაგი მომზადებულია 200 ათასი ძირის დასარგავად. განაშენიანების პარალელურად, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც.