მთავრობის უარი პრეზიდენტს

საქართველოს მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდება. პრეზიდენტი დღეიდან იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.

სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილს როგორც გერმანიაში, ისე კიდევ ცხრა სახელმწიფოში ვიზიტების განხორციელებაზე მთავრობამ უარი უთხრა. ფაქტი დაადასტურა მთავრობის ადმინისტრაციამაც. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, უარის მიზეზი ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რომლებსაც მმართველ გუნდში ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ. ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.