მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ახალი თანამედროვე მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა უნდა აშენდეს. არსებული ძველი შენობა კი დაინგრევა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა დაიწყება პროცედურები ახალი კლინიკის მშენებლობის ტენდერის გამოსაცხადებლად. რაც შეეხება დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ მედ-პერსონალს, მათთვის გათვალისწინებულია რამდენიმე შეთავაზება. საკითხზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.