მთავარი პროკურორის მოადგილე ზვიად რატიანის ცემის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროკურატურა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს.
უწყება დანიშნული ექსპერტიზის პასუხებს ელოდება, რის შემდეგაც, შესაძლოა, საზოგადოებისთვის გამოძიების პირველადი შედეგები გახდეს ცნობილი, მანამდე კი, პროკურორის მოადგილე აცხადებს, რომ მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო უწყება არ ასაჯაროვებს.