ბარისახოში დილიდან სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.
წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, სტუმრებს კი ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. მოქალაქეების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში მუსიკალური ჯგუფები ზრუნავენ.