„მთის დღეები“

21:59, 11.07.2023

მთის ცხოვრება, მოსახლეობის ყოველდღიურობა, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ადგილობრივი წეს-ჩვეულებების პოპულარიზაცია – „მთის დღეების“ ფესტივალი იწყება.

მაღალმთიანი რეგიონებისთვის მრავალფეროვანი პროგრამაა შერჩეული. გამოიფინება ადგილობრივი ნაწარმი და სხვადასხვა ნაკეთობა, ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ დამზადდება ადგილობრივი ტრადიციული კერძების თანამედროვე ვერსიები, მოეწყობა ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეც. პროგრამაში შეტანილია ცნობილი შემსრულებლების კონცერტებიც.

მსგავსი