ფესტივალი „თბილისი-რიტმი“

ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – 24 ივნისიდან თბილისი „თბილისი რიტმს“ უმასპიძლებს. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა სხვადასხვა ჟანრის სინთეზს, მათ შორის ამერიკული კინომუსიკის შედევრებს და ქართული პოლიფონიური მუსიკის შემსრულებლების კონცერტებსაც მოიცავს.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ცნობილი ამერკელი მსახიობის, კლინტ ისტვუდის შვილი, კონტრაბასისტი და კომპოზიტორი კაილ ისტვუდი ეწვევა. ის ქართველ მსმენელს მამისადმი მიძღვნილი პროექტის პრემიერას შესთავაზებს. „თბილისი-რიტმი“ ყველაზე მოთხოვნადი ბრაზილიელი მუსიკოსების კონცერტით დაიხურება.