ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, სამღვდელოებისა და მრევლის მსვლელობა დასრულებულია.
მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, სამართალდამცველების თანხლებით გაიმართა. სამებაში მისულმა პირებმა ტაძარი მოილოცეს. მსვლელობის დაწყებამდე კი რესპუბლიკის მოედანზე, სასულიერო პირებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისი აღავლინეს. დემონსტრანტებმა მედიასთან კომენტირებისას, აქცენტები ოჯახისა და ერის გამრავლების მნიშვნელობაზე გააკეთეს. გარდა ამისა, ისაუბრეს ლგბტ თემზეც და მათ მიმართ ძალადობრივი ქმედებები დაგმეს. თუმცა, ლგბტ თემს მოუწოდეს, ნუ ეცდებიან საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას და პროპაგანდას. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, დღეს 5 საათზე კიდევ ერთი მსვლელობაა დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდგომაც, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართება.