პრესტური საქართველოში მსოფლიოს გავლენიანი მედიასაშუალებებისთვის. ჟურნალისტებმა ერთი კვირის განმავლობაში თბილისი, ყვარელი, სიღნაღი, ანანური, გუდაური, სტეფანწმინდა, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი მოინახულეს.
მცხეთაში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. პრესტურის მონაწილე ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და ისრაელიდან ეწვივნენ. ისინი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გავლენიანი გამოცემებისთვის სტატიებს და ბლოგებს მოამზადებენ.