დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო თემატურ პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით, „ევრაზიის ახალი განთიადი“. მონაწილეებმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებაზე და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის.
დავოსში სალომე ქოქიაშვილი მუშაობს. დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.