ბაკურიანი პირველ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
სნოუბორდითა და თხილამურებით თავისუფალი სტილით სრიალის შვიდ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 42 ქვეყნის 700-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს – მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებიც. „ბაკურიანი 2023“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია ხვალ გაიმართება, დღეს კი სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს ვარჯიში.