სამეფო ოჯახის წევრს კორონა ვირუსი აქვს. პრინც ჩარლზს „კოვიდ 19“ აღმოაჩნდა.
ამ დროისთვის პანდემია მსოფლიოს 195 ქვეყანასა და რეგიონშია გავრცელებული. ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული იტალია და ესპანეთია, სადაც ინფიცირებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა ყოველდღიურად მზარდია. მსოფლიო მასშტაბით დადებითი დინამიკა მხოლოდ ჩინეთში ნარჩუნდება, სადაც ვირუსით შიდა დაინფიცირება თითქმის აღარ ხდება. ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. მნახველებისთვის ნაწილობრივ გაიხსნა ჩინეთის დიდი კედელიც.