მსჯელობა სენატის საგარეო კომიტეტში - გამოხმაურებები

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური სპექტრი აფასებს. კერძოდ, გამოხმაურებები მოჰყვა ქვეყნისთვის აშშ-ის მხრიდან დახმარების სისტემის გადახედვის ნაწილში ამერიკელი სენატორის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. საპარლამენტო ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ანტიამერიკული განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს, ხაზს უსვამენ აშშ-ს როლს საქართველოს განვითარების პროცესში. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან ამგვარი განცხადებები, ევროკომისარ ვარჰეის პოზიტიური გზავნილების შემდეგ ნეგატიურ დღის წესრიგზე საქართველოს გადაყვანის მცდელობაა. აღნიშნავენ იმასაც, რომ აშშ-სგან დაფინანსების დიდი ნაწილი, სამოქალაქო არასამთავრობო სექტორზეც მოდის.