მუსა ხანგოშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ დღეს სასამართლოში. ის მუქარისა და ძალადობის ბრალდებითა არის დაკავებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.
კახეთში მყოფმა ხანგოშვილმა რამდენიმე დღის წინ ახმეტის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის შემდეგ, მას ადმინისტრაციული წესით 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს და გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ის დააკავა.