მშვიდობის საერთაშორისო დღე

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით შეკრებილ საზოგადოებას და ახალგაზრდებს აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოთი დისტანციურად მიმართა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ღონისძიების ფარგლებში, ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოეს. ინიციატივა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ეკუთვნის. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებსაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობაში.