ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი“ თბილისის მერმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სამუშაოები ხიდის საკიდებს ჩაუტარდა, ასევე აღდგა დაზიანებული ნაწილები. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამ პროექტისთვის 1 400 000 ლარი დაიხარჯა. უახლოეს პერიოდში „მშვიდობის ხიდზე“ გარე განათების ქსელის განახლებაც იგეგმება.