თბილისის ერთ-ერთი ისტორიული უბანი წლის ბოლოსთვის იერსახეს შეიცვლის.
„მშრალი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაოები იწყება. დაგეგმილია საფეხმავლო გვირაბის მოწყობა, ამავე პროექტის მიხედვით, „მშრალი ხიდი“ პირდაპირ დაუკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომლის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება ძველმანების ბაზრობას, მოვაჭრეები ტერიტორიაზე დარჩებიან და დიდი ალბათობით, მათ არც მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ.